Sunday, January 30, 2011

გავიცნობ გოგოს

ვინმეს ხომ არა აქვს სურვილი გოგო გამაცნოს? დათო:899499770

Wednesday, January 26, 2011

mirandas statia

მარჯვენა თვალით...

"ესა-მესა, გადის ესა"...  "კუკუ-კუკუ-მალულა, ტყიდან გამოპარულა..." ნაცნობი სიტყვებია ხომ? გაგახსენდა, ნამდვილად გაგახსენდა! შენი გონების იმ ნაწილში, სადაც წარსული მოგონებებია ჩაბუდებული, ამოტივტივდა სიტყვები: "დაჭერობანა" და "დამალობანა". აქვე გაგახსენდებოდა სხვა თამაშების სახელებიც - სახლობანა, ომობანა, წრეში ბურთი და ა.შ.

სასიამოვნო მოგონებებით დროში მცირე მოგზაურობის შემდეგ თუ ტუჩის ორივე კუთხეში ორი პატარა ნაპრალი გაგიჩნდა, ეს ნიშნავს რომ თამაშით გართობის განწყობაზე ჯერ კიდევ ყოფილხარ. ჰოდა, ახლა სწორედაც რომ თამაშს ვაპირებთ.

პრიველ რიგში, გაეცანი თამაშისთვის საჭირო მოთხოვნებს. თამაშის მონაწილეს აუცილებლად:

    1. უნდა ჰქონდეს 2 (ორი) თვალი.

    2. შეეძლოს ერთმანეთისაგან "მარჯვენა"-სა და "მარცხენა"-ს სწორად გარჩევა.

    3. ჰქონდეს ტექსტის ცალი (ერთი) თვალით წაკითხვის უნარი.

დამატებითი პირობები:

    * მონაწილის ასაკობრივი ზღვარი შეზღუდული არ არის.

    * თამაშში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

თუ ყველა პირობას უკლებლივ აკმაყოფილებ, მაშინ გაგაცნობ თამაშის წესს: მარჯვენა თვალს დავარქვათ "ოპტიმისტური თვალი", მარცხენა თვალს - "პესიმისტური თვალი". თამაშში წარმოდგენილია ხუთი სხვადასხვა მოვლენა (სიტუაცია, ფაქტი) და იქვე მოცემულია  აღწერილი სიტუაციის შეფასებები ჯერ "ოპტიმისტური თვალით" და შემდეგ - "პესიმისტური თვალით".

ერთადერთი რაც შენ გევალება, არის თვალის მონაცვლეობით გახელა-დახუჭვა და შეფასებების ამგვარად წაკითხვა.

მაშ ასე, "წითელი აინთო, თამაში დაიწყო".

(გახელილი გაქვთ ორივე თვალი და ისე კითხულობთ) 

მოვლენა #1. "გერმანელმა მოქალაქემ მეზობელ ოჯახს სასამართლოში უჩივლა, სახლში ხმამაღლა იცინიანო".

(გაახილეთ მხოლოდ "ოპტიმისტური თვალი" და წაიკითხეთ შეფასება ა)

შეფასება ა. "რა მხიარული ხალხი ყოფილა თურმე!"

(გაახილეთ მხოლოდ "პესიმისტური თვალი" და წაიკითხეთ შეფასება ბ)

შეფასება ბ. "უზრდელ და თავხედ ადამიანებს რა გამოლევს ამქვეყნად!"

(ახლა გაახილეთ ორივე თვალი და წაიკითხეთ მოვლენა #2)

მოვლენა #2. პლანეტა "დედამიწა" უკანასკნელი 130 წლის განმავლობაში მაქსიმალურად "გათბა".

(გაახილეთ მხოლოდ "ოპტიმისტური თვალი" და წაიკითხეთ შეფასება ა)

შეფასება ა. "ჰო, მართალია, დედამიწა ხომ მუდამ განიცდის ევოლუციურ ცვლილებებს!"

(გაახილეთ მხოლოდ "პესიმისტური თვალი" და წაიკითხეთ შეფასება ბ)

შეფასება ბ. "ვაიმე, ვიღუპებით!"

(ახლა გაახილეთ ორივე თვალი და წაიკითხეთ მოვლენა #3)

მოვლენა #3. "ბრაზილიელი ქალი ილეინ დევიდსონი შესულია გინესების წიგნში, როგორც 6005 პირსინგ-საყურეს მქონე პიროვნება".

(გაახილეთ მხოლოდ "ოპტიმისტური თვალი" და წაიკითხეთ შეფასება ა)

შეფასება ა. "ყოჩაღ, რა გაბედული ყოფილა!"

(გაახილეთ მხოლოდ "პესიმისტური თვალი" და წაიკითხეთ შეფასება ბ)

შეფასება ბ. "ამაზრზენია, პირდაპირ საშინელებაა!"

(ახლა გაახილეთ ორივე თვალი და წაიკითხეთ მოვლენა #4)

მოვლენა #4. "თქვენ შეგემთხვათ ასეთი ამბავი: ავტობუსის გაჩერებიდან ტრანსპორტმა ეს-ესაა გაგასწროთ"

(გაახილეთ მხოლოდ "ოპტიმისტური თვალი" და წაიკითხეთ შეფასება ა)

შეფასება ა. "არაუშავს, ხომ მოვა სხვაც და იმას გავყვები".

(გაახილეთ მხოლოდ "პესიმისტური თვალი" და წაიკითხეთ შეფასება ბ)

შეფასება ბ. "ამჯერადაც არ გამიმართლა, რა უბედურებაა!"

(ახლა გაახილეთ ორივე თვალი და წაიკითხეთ მოვლენა #5)

მოვლენა #5.  "სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზებზე, მდინარეებში, პარკებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან და სხვა ადგილებში დაყრის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 200 ლარით დაჯარიმდებიან".

(გაახილეთ მხოლოდ "ოპტიმისტური თვალი" და წაიკითხეთ შეფასება ა)

შეფასება ა. "ნამდვილად კარგი მეთოდია ხალხში კულტურული დონის ასამაღლებლად!"

(გაახილეთ მხოლოდ "პესიმისტური თვალი" და წაიკითხეთ შეფასება ბ)

შეფასება ბ. "ყველაფერზე ჯარიმებს როგორ უნდა აწესებდნენ ჩვენთან!"

ახლა კი გაახილეთ ორივე თვალი და წაიკითხეთ: "გილოცავთ, თქვენ წარმატებით დაასრულეთ თამაში!".

მართალია ამჯერად თამაში დასრულდა, თუმცა თამაშის წესებით ხელმძღვანელობა რეალურ ცხოვრებაშიც შეგიძლია. ამ შემთხვევაში, წესები ოდნავ შეიცვლება და ერთი თვალის ნაცვლად, ორივე თვალი "ოპტიმისტურის" ფუნქციით დაიტვირთება. 

დასასრულს,  ისღა დამრჩენია წარმატებები გისურვო შენს ახალ თამაშში!

ვისარგებლებ შემთხვევით და აქვე დაგიტოვებ სასიამოვნოდ საცქერალ ფოტოებს - კარგი განწყობისათვის, რომელთაც მე თამაშში მოპვებულ ჯილდოს დავარქვამ... 

 

 

 

 

 

Untitled

Untitled

Untitled

ლექსი დედას

ჩემ საყვარელ დედას,ნანატრსადა ნეტარს

ლამაზსა და ჭკვიანს

ჩემ საყვარელ დედას

შენი სითბო, სილამაზე

მზისგან ხარ უნახავი,

სხვები შენთან შედარებით

არიან დაუნახავნი